სილქ თაუერსი
ერთადერთი და განუმეორებელი

სილქ თაუერსი აერთიანებს მსოფლიო დონის არქიტექტურას, თანამედროვე ცხოვრების სტილს, კულტურულ მრავალფეროვნებასა და გამორჩეულ საინვესტიციო პოტენციალს — ძველი ბათუმის გულში,  ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე.

გარემო

ძველი ბათუმის გულში, სანაპიროს პირველ ზოლში მდებარე სილქ თაუერსი ქალაქის ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობების სიახლოვეს შენდება. ალისა და ნინოს ქანდაკება, ანბანის კოშკი, ბათუმის ბულვარი და იახტკლუბი სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებითაა.  ეს არის ადგილი, სადაც შავი ზღვის სანაპირო, კულტურა, დასვენება და თანამედროვე ცხოვრების სტილი ერთიან გამოცდილებად იქცევა. 

ინფრასტრუქტურა

სილქ თაუერსს განუმეორებელი პროექტად არ აქცევს მხოლოდ არნახულ მასშტაბზე გათვლილი არქიტექტურა. აქ ყველაფერი გართობისა და რელაქსაციისთვისაა. საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ველობილიკები, კაფეები და რესტორნები, საბავშვო მოედნები და პრემიუმ მაღაზიები იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს მაღალ მოთხოვნას მთელი წლის განმავლობაში. 

კაზინო

კაზინო

იახტ-კლუბი

იახტ-კლუბი

2 - ჰექტარი პარკი

2 - ჰექტარი პარკი

საბავშვო მოედნები

საბავშვო მოედნები

ფიტნეს ცენტრები

ფიტნეს ცენტრები

კაფე & რესტორნები

კაფე & რესტორნები

სპა & საცურაო აუზები

სპა & საცურაო აუზები

ღია & დახურული პადელის კორტები

ღია & დახურული პადელის კორტები

აპარტამენტები

აპარტამენტების ინტერიერი მინიმალისტური დიზაინითაა გადაწყვეტილი. ხისა და სხვა ბუნებრივი მასალების სიუხვე ჰარმონიაში მოდის ბეტონის კონსტრუქციასთან. ასე იქმნება სიმყუდროვე და განსახვავებული ატმოსფერო, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის სახლის უნიკალურ განცდას წარმოადგენს.

ჰარმონიული დიზაინი
ჰარმონიული დიზაინი
შექმნილი ბუნებრივი კომფორტისთვის
შექმნილი ბუნებრივი კომფორტისთვის
ფუნქციური მინიმალიზმი
ფუნქციური მინიმალიზმი
ატმოსფერო, რომელსაც დიზაინი ქმნის
ატმოსფერო, რომელსაც დიზაინი ქმნის
სრულფასოვანი ცხოვრებისთვის შექმნილი
სრულფასოვანი ცხოვრებისთვის შექმნილი

Coteccons — სილქ თაუერსის სამშენებლო პარტნიორი

სილქ თაუერსის განვითარების თითოეულ ფაზაში სწორება სამშენებლო ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებზე გაკეთდება. მშენებლობის უმაღლეს ხარისხს ჩვენი კონტრაქტორი - Coteccons უზრუნველყოფს.

Coteccons ვიეტნამური სამშენებლო კომპანიაა მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. კომპანია დიდი ნდობითა და პრესტიჟით სარგებლობს მსოფლიო ურბანული განვითარების ეპიცენტრში - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა Coteccons-ის გამოცდილება სცდება რეგიონის საზღვრებს: 2004 წლიდან დღემდე კომპანიამ 850-ზე მეტი დეველოპერული პროექტი განახორციელა, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ ემირატებში, ინდოეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში

დაგეგმარება

აპარტამენტები ოთხი ტიპისაა: სტუდიო, 1-, 2- და 3-საძინებლიანი. თითოეულ აპარტამენტს აქვს ტერასა და პანორამული ხედები ზღვის, მთების, ქალაქისა თუ პარკის მიმართულებით. 

აპარტამენტების ტერასები გამოყოფილია მტკიცე ბეტონის სვეტებით, რომლებიც ქმნის სიმყუდროვის შეგრძნებას და, ამავდროულად, იცავს ზედმეტი მზისა თუ ქარისგან. აყვავებული მწვანე საფარი აპარტამენტების ფანჯრებიდან ეშვება და ორგანულად ერწყმის შენობის ფასადს. 

ადამიანური მასშტაბის სივრცის გამოკვეთა სილქ თაუერსის ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრია. შენობათა სტრატეგიული განაწილების წყალობით იქმნება ჰაერის ბუნებრივი ცირკულაცია და ბიოკლიმატური კომფორტი. ამდენად, სილქ თაუერსი ნაგებობაზე მეტად ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც რეაგირებს სინათლეზე, ტემპერატურასა და ადამიანების ურთიერთკავშირზე. 

იპოვეთ თქვენი აპარტამენტი

სილქ თაუერსის აპარტამენტები შექმნილია, რათა უპასუხოს პრემიუმ უძრავი ქონების ბაზრის მოთხოვნებს. კომპაქტური სტუდიოს ტიპის აპარტამენტებიდან სამსაძინებლიან რეზიდენციებამდე - თითოეული მათგანი იდეალურია მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი ცხოვრებისთვის, დასვენებისა თუ მაღალუკუგებიანი ინვესტიციისთვის.

სტუდიო - 29 მ²-დან

სტუდიო - 29 მ²-დან

სართულები 6-40
1 - საძინებლიანი / A ტიპის - 45 მ²-დან

1 - საძინებლიანი / A ტიპის - 45 მ²-დან

სართულები 6-40
1 - საძინებლიანი / B ტიპის - 45 მ²-დან

1 - საძინებლიანი / B ტიპის - 45 მ²-დან

სართულები 6-40
2 - საძინებლიანი / კუთხის ტიპის - 71 მ²-დან

2 - საძინებლიანი / კუთხის ტიპის - 71 მ²-დან

სართულები 6-40

გამოთვლა

აირჩიეთ აპარტამენტის ტიპი

მფლობელის უპირატესობები

მიიღეთ სილქ რევარდსის GOLD სტატუსი

სილქ თაუერსში აპარტამენტის შეძენისას ავტომატურად მოგენიჭებათ სილქ რევარდსის GOLD სტატუსი.


სილქ რევარდსი არის ლოიალობის აპლიკაცია, რომელიც სილქ ჰოსპიტალიტის ყველა ობიექტში ექსკლუზიურად რეალურ სარგებელს გაძლევთ.


თქვენი ბენეფიტები:


• 10% ქეშბექი ყოველ გადახდაზე
 • ქულების დაგროვება და გამოყენება ყველა ობიექტში
 • სასტუმროებისა და რესტორნების დაჯავშნა საუკეთესო ფასად
 • ექსკლუზიური შეთავაზებები და პერსონალიზებული ბენეფიტები
 • ქულების გამოყენება სხვადასხვა სერვისის მისაღებად (სასტუმრო, რესტორანი, აუზი და სხვა)
 • ბონუსები და საჩუქრები პროგრამის წევრებისათვის


1 ქულა = 1 ლარი

ჩამოტვირთეთ პროექტის მასალები

გაეცანით სილქ თაუერსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ჩამოტვირთეთ პრეზენტაციები და პროექტთან დაკავშირებული სხვა მასალები. 

შეხვედრის დაჯავშნა