ხედვა სილქ თაუერსის მიღმა
წარმოგიდგენთ სილქ თაუერსს — პრემიუმ კლასის, 1 მილიარდ დოლარიან საინვესტიციო პროექტს, რომელიც ძველ ბათუმში, სანაპიროს პირველ ზოლში, სილქ დეველოპმენტისა და მსოფლიოში აღიარებული იაპონური არქიტექტურული სტუდიის, კენგო კუმასა & პარტნიორების თანამშრომლობით იქმნება.
არქიტექტურული შედევრი კენგო კუმასა & პარტნიორებისგან
სილქ თაუერსის კონცეფციასა და არქიტექტურაზე მსოფლიოში აღიარებული იაპონური სტუდია კენგო კუმა & პარტნიორები მუშაობს. ეს სტუდიის პირველი პროექტია საქართველოში და შავი ზღვის რეგიონში. ლეგენდარული არქიტექტორის, კენგო კუმას ხელმძღვანელობით შექმნილი ნამუშევრები ცნობილია ბუნებას, ტექნოლოგიასა და ადამიანებს შორის ახალი კავშირების აღმოჩენით. მის პორტფოლიოში შედის ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი, Louis Vuitton-ის სათავო ოფისი და Rolls-Royce-ისთვის შექმნილი დიზაინი.
რატომ ბათუმი?
ბათუმი შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული და საინვესტიციო ცენტრია, რომელიც უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლების კოეფიციენტით წამყვან პოზიციას იკავებს. მზარდი საერთაშორისო მოთხოვნის ფონზე, ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება წლიდან წლამდე იზრდება.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, უძრავი ქონების ტრანზაქციების მოცულობამ 2024 წელს თითქმის 1 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2025 წელს 1.3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ბაზრის დაჩქარებულ ზრდაზე მიუთითებს.
სილქ თაუერსი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ზღვისპირა ლოკაციაზე, ალისა და ნინოს ქანდაკების გვერდით შენდება. Cushman & Wakefield-ის კვლევის თანახმად, სილქ თაუერსის აპარტამენტებში ინვესტიციიდან 12%-მდე წლიური უკუგებაა მოსალოდნელი, რაც პროექტს შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.
სილქ თაუერსი, როგორც ცხოვრების წესი
სილქ თაუერსს განუმეორებელი პროექტად არ აქცევს მხოლოდ არნახულ მასშტაბზე გათვლილი არქიტექტურა. აქ ყველაფერი გართობისა და რელაქსაციისთვისაა. საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ველობილიკები, კაფეები და რესტორნები, საბავშვო მოედნები და პრემიუმ მაღაზიები იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია, რომელთა ერთობლიობაც უზრუნველყოფს მაღალ მოთხოვნას მთელი წლის განმავლობაში.
სილქ დეველოპმენტი
წამყვანი დეველოპერული კომპანია
2005 წლიდან
სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, სილქ როუდ ჯგუფის წევრია.
2005 წლიდან დღემდე სილქ დეველოპმენტმა არაერთი მსხვილი პროექტი განახორციელა და ქვეყანაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. კომპანია გამოირჩევა საქმისადმი თანამედროვე მიდგომებით, ინოვაციურობითა და ეკოლოგიური მდგრადობით. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიო დონის არქიტექტურის შექმნა, რომელიც ამავდროულად სრულ ჰარმონიაშია გარემოსთან.