იახტ კლუბი ბათუმში - კენგო კუმას პირველი გამოცდილება საქართველოში

იახტ კლუბი ბათუმში - კენგო კუმას პირველი გამოცდილება საქართველოში

იახტ კლუბი არის სპეციალიზებული საზღვაო სივრცე, რომელიც სილქ თაუერსის კონცეფციის ფარგლებში თანამედროვე საზღვაო ინფრასტრუქტურას, პრემიუმ სერვისებსა და ექსკლუზიურ გამოცდილებას აერთიანებს. 

ბათუმში იახტ კლუბის არსებობა არა მხოლოდ ქმნის ახალ სტანდარტს, არამედ ავითარებს სფეროს კულტურას საქართველოში, ზრდის ბათუმის, როგორც ტურისტული და პრემიუმ უძრავი ქონების მიმართულების მიმზიდველობას.

ძველი ბათუმის გულში მდებარე პირველი და ერთადერთი იახტ კლუბი შექმნილია იაპონელი არქიტექტორის, კენგო კუმას მიერ, რომლის მშენებლობაც უკვე დასასრულს უახლოვდება. იახტ კლუბი არის ადგილი იახტების მოყვარულებისთვის, ვიზიტორებისა და სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ პრემიუმ ზღვისპირა გამოცდილებას, თანამედროვე ცხოვრების სტილს და დასვენებას.

აღმოაჩინე იახტ კლუბი და სხვა სერვისები სილქ თაუერსში


იახტ კლუბის ზონაში შეხვდებით სხვადასხვა ტიპის სარელაქსაციო და დასვენების სივრცეებს, მათ შორის დაგხვდებათ

  • იახტების განთავსებისა და მომსახურების თანამედროვე ინფრასტრუქტურა;

  • პრემიუმ ლაუნჯები, რესტორნები და სოციალური სივრცეები;

  • საზღვაო აქტივობები და ექსკლუზიური გამოცდილებები;

  • კომფორტული გარემო იახტინგის მოყვარულებისთვის, მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის;

  • სხვა სერვისები, რომლებიც აერთიანებს დასვენებას, გართობასა და ზღვისპირა ცხოვრების სტილს.


ბათუმში იახტ კლუბის გარდა, სილქ თაუერსი გთავაზობთ პრემიუმ გამოცდილებების ფართო არჩევანს, რომელიც მოიცავს მაღალი კლასის სასტუმრო მომსახურებას, გართობას, ველნესს, რესტორნებსა და დასასვენებელ სივრცეებს. 

აღმოაჩინეთ სილქ თაუერსი - მრავალფუნქციური, ფართომასშტაბიანი მაღალი კლასის პროექტი, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, პრემიუმ ინფრასტრუქტურა და ბათუმის უნიკალური ზღვისპირა მდებარეობა ქმნის ახალ სტანდარტს პრემიუმ ცხოვრების სტილში.


FAQ

უკან
შეხვედრის დაჯავშნა