სილქ დეველოპმენტი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია და სილქ როუდ ჯგუფის წევრია — კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის, რომელიც სტუმარმასპინძლობის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის, საბანკო და მედიის სექტორებში ოპერირებს.
20-წლიანი გამოცდილების განმავლობაში კომპანიამ 10 მსხვილი პროექტი განახორციელა და 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა.
სილქ დეველოპმენტის თითოეული პროექტი მშენებლობის, უსაფრთხოებისა და გარემოზე პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება. კომპანიის ხედვაა შექმნას მსოფლიო დონის არქიტექტურა, რომელიც გარემოსთან ჰარმონიულად თანაარსებობს და ადამიანებისთვის ცხოვრების ახალ ხარისხს აყალიბებს.