სპა & აუზები - გამაჯანსაღებელი სივრცე დასვენებისა და რელაქსაციითვის

სპა & აუზები - გამაჯანსაღებელი სივრცე დასვენებისა და რელაქსაციითვის

ყოველდღიური, დამღლელი რუტინისა და დატვირთული დღის შემდეგ სპა და აუზებით სარგებლობა დასვენების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. თუ უპირატესობას პრემიუმ კლასის სივრცეებს და მაღალი კლასის ინფრასტრუქტურას ანიჭებთ, სილქ  თაუერსის პროექტის ფარგლებში შექმნილი სპა და აუზების სივრცე, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.

სილქ თაუერსი - თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სერვისები


სილქ თაუერსი ზღვის პირველ სანაპიროს ზოლში, ძველ ბათუმში, ალი და ნინოს ქანდაკების გვერდით მდებარეობს. ფართო მასშტაბზე გათვლილი არქიტექტურა კი დამსვენებლებს დასვენებისა და რელაქსაციითვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 

აქ შეხვდებით ყველაფერს რელაქსაციისთვის - 2 ჰექტარზე გაშენებულ სარეკრეაციო პარკს, პადელის კორტებს, ფიტნეს ცენტრებს, კაფე & რესტორნებსა და სხვა სივრცეებს.  თუ ზღვაში მოგზაურობა თქვენთვის პრიორიტეტია, სილქ თაუერსის ტერიტორიაზე აღმოაჩენს პირველ და ერთადერთ კერძო იახტ კლუბს, რომლის მშენებლობაც უკვე დასასრულს უახლოვდება. 


სპა პროცედურების როლი ჯანმრთელობისთვის


სპა და აუზების სივრცეში შესაძლებლობა გექნებათ ისარგებლოთ კაფე & ბარის მომსახურებით, მიიღოთ რუჯი, დააგემოვნოთ კოქტეილები და დაისვენოთ პრემიუმ კლასის გარემოში. ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის ცურვა ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიკური აქტივობაა. 

დაბალი დატვირთვით ცურვა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას, კუნთების მუშაობასა და ორგანიზმის სრულ, ფიზიკურ მოცემულობას. სპა პროცედურები, თბილი წყალი, საუნა და მასაჟი კი ეხმარება კუნთების მოდუნებაში, სტრესის შემცირებასა და ყოველდღიური დაძაბულობისგან განტვირთვაში.

FAQ

უკან
შეხვედრის დაჯავშნა