კაფე & რესტორნები - აღმოაჩინეთ სილქ თაუერსის ინფრასტრუქტურა
სილქ თაუერსი ფართო მასშტაბიანი პროექტია, რომლის ინფრასტრუქტურა დასვენებისა და რელაქსაციისთვის სხვადასხვა სივრცეებს მოიცავს. მათ შორის შეხვდებით კაფე & რესტორნებს, რელაქსაციისა და დასვენებისთვის სპას და აუზებს, კაზინოს, სპორტის მოყვარულთათვის პადელის კორტებს, ფიტნეს ცენტრებს და სხვა სივრცეებს.
მიმდინარე წელს, ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე, პრემიუმ კლასის პროექტის ფარგლებში, თითქმის დასრულდა პირველი და ერთადერთი კერძო იახტ კლუბის მშენებლობა, რომელიც სილქ თაუერსის მაცხოვრებლებს, რეგიონში განუმეორებელ გამოცდილებას სთავაზობს. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ფუნქციონირებს 2 ჰექტარზე გაშენებული სარეკრეაციო პარკი.
კაფე & რესტორნები ბათუმში
პროექტის კონცეფცია გააერთიანებს თანამედროვე დიზაინს, კომფორტსა და გასტრონომიულ მრავალფეროვნებას, რაც პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
პროექტის კაფე & რესტორნები და სხვა სივრცეები იქმნება მათთვის, ვინც უპირატესობას მაღალი ხარისხის მომსახურებას, მრავალფეროვან სამზარეულოსა და პრემიუმ კლასის გამოცდილებას ანიჭებს.
აღმოაჩინეთ აჭარული სამზარეულო
აჭარული სამზარეულო ქართული გასტრონომიის ერთ-ერთი ყველაზე ნიშური, სახასიათო და გამორჩეული მიმართულებაა, რომელიც უნიკალური გემოებით და ტრადიციული ძველი კერძებით მრავალ ტურისტს და დამსვენებს იზიდავს. ყველაზე ცნობილი კერძი, რა თქმა უნდა აჭარული ხაჭაპურია, რომელიც თუ ბათუმს სტუმრობთ, ერთხელ მაინც უნდა დააგემოვნოთ.
ქალაქში მრავლად შეხვდებით კაფეებსა და რესტორნებს, რომლებიც ქართულ სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციებთან ერთად აზიურ, თურქულ, არაბულ და სხვა საერთაშორისო სამზარეულოს გვთავაზობენ.
კულტურული მრავალფეროვნება ქმნის ფართო არჩევანს უცხოეული დამსვენებლებისთვის - მიირთვან მათთვის სასურველი კერძები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოდან, ამავდროულად დააგემოვნონ ტრადიციული, აჭარული კერძები.
სილქ თაუერსის კაფე & რესტორნების სივრცეში აღმოაჩენთ:
- მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას - საუზმე, ლანჩი, სადილი, ვახშამი და სხვა.
- დაგხვდებათ მაღალი კლასის მომსახურებას კვალიფიციური პერსონალით;
- ყავისა და მსუბუქი კერძებისთვის შექმნილ კომფორტულ სივრცეებს;
- ზღვისპირა გარემოში კვების უნიკალურ გამოცდილებას;
- საერთაშორისო და ადგილობრივი გემოების ფართო არჩევანს.