Cottecons: სილქ თაუერსის მშენებლობის საერთაშორისო პარტნიორი

`
`

სილქ თაუერსის განვითარების თითოეულ ფაზაში სწორება სამშენებლო ინდუსტრიის მოწინავე სტანდარტებზე გაკეთდება. მშენებლობის უმაღლეს ხარისხს ჩვენი კონტრაქტორი  - Coteccons უზრუნველყოფს.

Coteccons ვიეტნამური სამშენებლო კომპანიაა მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით. კომპანია დიდი ნდობითა და პრესტიჟით სარგებლობს მსოფლიო ურბანული განვითარების ეპიცენტრში - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. თუმცა Coteccons-ის გამოცდილება სცდება რეგიონის საზღვრებს: 2004 წლიდან დღემდე კომპანიამ 850-ზე მეტი დეველოპერული პროექტი განახორციელა, მათ შორის, აშშ-ში, გაერთიანებულ ემირატებში, ინდოეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 

კომპანია ინოვაციური მიდგომებითა და განსაკუთრებულად რთული საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტითაა ცნობილი. მისი შთამბეჭდავი პორტფოლიო მოიცავს ცათამბრჯენებს, აეროპორტებს, მსხვილ კომერციულ ცენტრებს, საერთაშორისო ბრენდების საწარმოებს, წამყვან საუნივერსიტეტო შენობებს, საკურორტო ინფრასტრუქტურასა და, რა თქმა უნდა, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს.

Coteccons-ის მიერ შექმნილი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა Landmark 81 - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი, რომლის სიმაღლე 461 მეტრს აღწევს. კომპანიის სხვა გამორჩეული პროექტებია: APEC Conference Center, Selavia Phu Quoc Island, Phu Quoc International Airport Terminal 2, Vietel Military Telecommunications Headquarter, VINFAST Automobile Production Complex და სხვა.


არანაკლებ შთამბჭდავია საცხოვრებელი და მრავალფუნქციური პროექტები:
Diamond Crown Hai Phong ვიეტნამის ცნობილი მრავალფუნქციური ცათამბჯენია. Coteccons-ის გუნდმა დიაგრიდის ფორმის ფასადის 248 ელემენტი რეკორდულ ვადებში შექმნა, რაც რთულ არქიტექტურულ გამოწვევებთან გამკლავების მაღალ კომპეტენციაზე მიუთითებს.


EcoPark Sky Forest, სილქ თაუერსის მსგავსად, საცხოვრებელ, კომერციულ და სარეკრეაციო ფუნქციებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მსგავსი მასშტაბისა და კომპლექსურობის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება Coteccons-ის ექსპერტიზის დასტურია.


The Infiniti Riviera Point პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური, წყალთან ინტერირებული ურბანული კომპლექსია, რომლის მშენებლობის პროცესში Coteccons-მა ინოვაციური - CO₂-ის მინერალიზებული ქვის აგრეგატები გამოიყენა.


Eaton Park პრემიუმ კლასის მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც Coteccons აგრეთვე მდგრადი მშენებლობის ინოვაციური მიდგომებით ახორციელებს.


Coteccons თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა LEGO, Foxconn, Heineken, Pandora, PepsiCo და Keppel. Coteccons აგრეთვე ლიდერია მდგრადი და ინოვაციური მშენებლობის მიმართულებით და მონაწილეობს ათეულობით „მწვანე“ სერტიფიცირებულ პროექტში. აღნიშვნას იმსახურებს კომპანიის მხრიდან მსოფლიოში პირველი ნახშირბადნეიტრალური LEGO-ს ქარხნის აშენება, რომელსაც LEED Platinum სერტიფიკატი მიენიჭა. 


2025 წელს Coteccons, როგორც რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, Fortune Southeast Asia 500 რეიტინგში მოხვდა. დღეს Coteccons მართავს 1.1 მილიარდ დოლარზე მეტ აქტივს, ჰყავს 3 000-ზე მეტი ინჟინერი და ათი ათასობით სპეციალისტი. 

Coteccons-ის ფილოსოფია ეფუძნება ეკოსისტემაზე ზრუნვასა და  ადამიანზე ორიენტირებული სივრცეების შექმნას. კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს და საქმიანობის ყველა ეტაპზე ნერგავს პასუხისმგებლობიან მიდგომებს. 

ინოვაცია, ხარისხი, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება - სწორედ ეს ფუნდამენტური ღირებულებები აერთიანებთ Coteccons-სა და სილქ დეველოპმენტს. მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის ჩართულობა სილქ თაუერსში უზრუნველყოფს იმ სანდოობას, რომელიც ზუსტად შეესაბამება პროექტის გლობალურ ხედვასა და გამორჩეულ სტატუსს.

უკან
შეხვედრის დაჯავშნა