სილქ თაუერსის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
`ძველი ბათუმის სანაპიროზე სილქ თაუერსის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ფაზა - ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. პროექტის საძირკვლისათვის ჯამში 251 მრგვალი ხიმინჯი და 108 ბარეტი მოეწყო.
ამ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში სილქ დეველოპმენტს პარტნიორობას უწევდა ZETAŞ: გეოტექნიკური ინჟინერიის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მდიდარი საერთაშორისო გამოცდილებით. აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ ძირითად სამუშაოებს წინ უსწრებდა სატესტო ხიმინჯების მოწყობა, რათა საბოლოო გადაწყვეტის საიმედოობა წინასწარ გადამოწმებულიყო და შედეგი სრულად შესაბამისებოდა სილქ თაუერსის მასშტაბსა და ხედვას.
სამუშაოები უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით წარიმართა და ზუსტად მოექცა პროექტის განვითარების გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში.
ლეგენდარულ იაპონელ არქიტექტორთან, კენგო კუმასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტის განხორციელება ასეთივე სიზუსტითა და პასუხისმგებლობით გაგრძელდება. შედეგად, ახლო მომავალში შავიზღვისპირეთის ყველაზე მოთხოვნად ლოკაციას ერთადერთი და განუმეორებელი მრავალფუნქციური კომპლექსი შეემატება, რომელიც გააერთიანებს საინვესტიციო აპარტამენტებს, კერძო იახტ-კლუბს, რეგიონის უდიდეს კაზინოს, სასტუმროებს, ბარ-რესტორნებს, ფიტნესცენტრებსა და მსოფლიო დონის სხვა ინფრასტრუქტურას.